Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
სიმინდის ულვაში – დესა

სიმინდის ულვაში

სინამაქის ფოთოლი
აპრილი 4, 2017
შვიტას ბალახი
აპრილი 4, 2017

სიმინდის ულვაში (Styli Cum Stygmatis Zeae Maydis)

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

სიტოსტეროლი, სტიგმასტეროლი, ცხიმოვანი ზეთი, ეთერის ზეთი,საპონინები, მწარე გლიკოზიდური ნივთიერებები, ვიტამინი C, ვიტამინი K, გუმფისის მაგვარი და სხვა ნივთიერებები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნაღვლმდენი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება

სიმინდის ულვაში ავლენს ნაღველმდენ, შარდმდენ და ჰემოსტაზურ მოქმედებას, აგრეთვე ხასიათდება ჰიპოგლიკემიური თვისებებით. იგი დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ჩვენება

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ქოლესტაზური ჰეპატიტის, ჰიპოპროთრომბინემია, ენტეროკოლიტი, შეშუპება, ჰემორაგიული დიათეზი, საშვილოსნოდან სისხლდენა, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა, E ჰიპოვიტამინოზი, კანის დაავადებების მკურნალობა, ფართოდ გამოიყენება დიეტური კერძის მოსამზადებლად.

მომზადების წესი

ემალირებულ ჭურჭელში მოთავსებულ 10გ დაქუცმაცებულ მცენარეულ ნედლეულს ამატებენ 300მლ წყალს და ადუღებენ 30 წთ-ის განმავლობაში. ნახარშს აცივებენ ოთახის ტემპერატურამდე და ფილტრავენ.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება 10-20 მლ, დღეში ერთხელ ჭამამდე 3-4 საათით ადრე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად

გამოშვების ფორმა

50 გ მოთავსებული მუყაოს კოლოფში

Online Drugstore, price cialis black, Free shipping, buy apcalis sx, Discount 10%