სინამაქის დაწვრილმანებული ფოთოლი
სინამაქის ფოთოლი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (A და B სენიდინებს, რეინს, ალოე ემოდინს), რომელთა არსებობაც ფოთლებში განაპირობებს მცენარის ბიოლოგიურ აქტივობას. Mცენარის გლიკოზიდების ძირითად აგლიკონს წარმოადგენს ალოე-ემოდინი. გარდა ამისა, მცენარეში აღმოჩენილია ორგანული მჟავები (პალმიტინის, ლინოლინის, სტეარინის და სხვა), გლიკოზიდები – კემპფეროლი და კემპფერინი, ალკალოიდები, სტერინები და სხვა.
საფაღარათო საშუალება.
მცენარის საფაღარათო მოქმედება ანტრაგლიკოზიდების შემცველი სხვა მცენარეული საფაღარათო საშუალებების მოქმედების მსგავსია. პრეპარატი ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, მისი მოქმედება აღინიშნება მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის საფაღარათო მოქმედება ანტრაგლიკოზიდების შემცველი სხვა მცენარეული საფაღარათო საშუალებების მოქმედების მსგავსია. პრეპარატი ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, მისი მოქმედება აღინიშნება მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ. პრეპარატი არ იწვევს შეჩვევის სინდრომს და არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. პრეპარატი მოქმედებს მსუბუქად. მისი მიღების ფონზე ვითარდება რეგულარული განავალი, რაც გამოარჩევს აღნიშნულ პრეპარატს სხვა საფაღარათო საშუალებებიდან (მაგნიუმის სულფატი, ხეჭრელას ქერქი), რომლებიც მოქმედებენ ძლიერად, მაგრამ იშვიათად იწვევენ ფაღარათს და ნაწლავებში ტკივილს.
სინამაქის ფოთოლი გამოიყენება ყაბზობის დროს, რომელიც განპირობებულია ჰიპოტონიითა და მსხვილი ნაწლავის დუნე პერისტალტიკით. პრეპარატი ინიშნება სხვადასხვა ეტიოლოგიის ატონიური და სპასტიური ყაბზობის სამკურნალოდ.
ნაწლავების გაუვალობა, მუცლის უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი.
მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი ჭვალის სახით, მუცელში ყურყური აღინიშნება იშვიათად და ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
მკურნალობის წარმატება ბევრად არის დამოკიდებული წამლის სწორად მომზადებაზე. სახლის პირობებში ნაწენის მოსამზადებლად 10 გ (2 სუფრის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ამატებენ 200მლ (1 ჭიქა) ადუღებულ წყალს, აცხელებენ 30 წთ-ის განმავლობაში ორთქლის აბაზანაზე, აციებენ ოთახის ტემპერატურაზე, წურავენ და ანადუღარი წყლით ავსებენ 200მლ-მდე. დამზადებული ნაყენი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 2 დღისა.
ნაყენი მიიღება ნელთბილ მდგომარეობაში 70-100 მლ (ნახევარი ჭიქა) ოდენობით 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში დოზა დგინდება ინდივიდუალურად.
პრეპარატი ინახება გრილ, მშრალ ადგილას.
2 წელი.
50 გ დაწვრილმანებული ნედლეული მუყაოს კოლოფში
Online Drugstore, price cialis black, Free shipping, buy apcalis sx, Discount 10%