Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4192
თავშავას ბალახი – დესა

თავშავას ბალახი

ვირისტერფას ფოთოლი
აპრილი 4, 2017
თირკმლის ჩაის ფოთოლი
აპრილი 4, 2017

თავშავას ბალახი (Herba Origani Vulgaris)

წამლის ფორმა

თავშავას დაწვრილმანებული ბალახი.

შემადგენლობა

ბალახი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ფენოლებს, თიმოლს, გერანილაცეტატს, კარვაკროლს და სხვა არომატულ შენაერთებს, აგრეთვე ცხიმოვან ზეთებს, ასკორბინის მჟავასა და მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნაღვლმდენი, დიურეზული და ამოსახველებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

თავშავას ბალახის ნაყენი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკასა და ტონუსს, ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას. იგი საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის შეკუმშვაზე ახდენს მატონიზირებულ მოქმედებას.
თავშავას გალენურ პრეპარატებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. თავშავას ნაყენს გააჩნია ნაღვლმდენი, დიურეზული, ამოსახველებელი, აგრეთვე გამოხატული სედატიური მოქმედება.

ჩვენება

თავშავას ბალახი როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში, ან კომპლექსურ პრეპარატებთან ერთად ინიშნება მადის გასაძლიერებლად, აგრეთვე საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული უკმარისობის, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიისა და ქოლეცისტიტის, მეტეორიზმისა და ყაბზობის თანმხლები ენტეროკოლიტის სამკურნალოდ. მცენარე ინიშნება მწვავე ქრონიკული ბრონქიტის დროს როგორც ამოსახველებელი საშუალება, აგრეთვე ანგინას, ქრონიკული ტონზილიტისა და გინგივიტების სამკურნალოდ. თავშავას ნაყენი რეკომენდირებულია, როგორც სედატიური და კრუნჩხვების სამკურნალო საშუალება. იგი გამოიყენება აგრეთვე გარეგანად კომპრესის სახით კანის ჩირქოვანი დაავადებების და დიათეზის სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

ჭარბი დოზა

არ არის დადგენილი

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი.

მომზადების წესი

10 გ (1 სუფრის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალირებულ ჭურჭელში, ამატებენ 200მლ (1ჭიქა) ადუღებულ წყალს, აცხელებენ 15 წთ-ის განმავლობაში ორთქლის აბაზანაზე, აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე.მიღებულ ნაყენს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და ანადუღარი წყლით ავსებენ 200მლ-მდე. დამზადებული ნაყენი ინახება 48 საათის განმავლობაში.

მიღების წესი

ნაყენი მიიღება თბილი სახით 70-100მლ დღეში 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში დოზა დგინდება ინდივიდუალურად.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა

2 წელი.

შეფუთვა

50გ დაწვრილმანებული ნედლეული სინათლისგან დამცავ შეფუთვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად.

Online Drugstore, buy cialis black online, Free shipping, Indinavir buy online, Discount 10%