Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4187
თირკმლის ჩაის ფოთოლი – დესა

თირკმლის ჩაის ფოთოლი

თავშავას ბალახი
აპრილი 4, 2017
კატაბალახას ფესვები
აპრილი 4, 2017

თირკმლის ჩაის ფოთოლი (Folia Orthosiphoni staminei)

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

პრეპარატი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ორთოსიფონის გლიკოზიდებს, 5-6% მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დირეზული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაყენის სახით პრეპარატს გააჩნია დიურეზული მოქმედება. აღნიშნულ ეფექტს ახასიათებს ორგანიზმიდან ქლორიდების, შარდოვანასა და შარდმჟავას გამოდევნა. თირკმლის ჩაის შემადგენლობაში შემავალი გალენური პრეპარატები ავლენენ სპაზმოლიზურ მოქმედებას ორგანოების გლუვ კუნთებზე და ზრდიან კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ აქტივობას.

ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, რომლის თანმხლებია შეშუპება, ალბუმინურია, აზოტემია და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, აგრეთვე ცისტიტის, ურეთრიტის, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ქოლეცისტიტისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს.

ჭარბი დოზა

არ არის დადგენილი.

უკუჩვენება

არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი

მომზადების წესი

10გ (ორი ჩაის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 200მლ მდუღარე წყალს, აცხელებენ 15-20 წუთის განმავლობაში, აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებულ ნაყენს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და გადადუღებული წყლით ავსებენ 200-მლ-მდე. მომზადებული ნაყენი ვარგისია 48 საათის განმავლობაში.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 100-120 მლ რაოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას

შენახვის ვადა

4 წელი.

გამოშვების ფორმა

40 გ მოთავსებული მუყაოს კოლოფში

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად.