Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. მოთხოვნა არ შეიცავს შემავსებლების კორექტულ ოდენობას (2) გადაცემული არგუმენტებისათვის (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/desage/domains/desa.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 4192
ვირისტერფას ფოთოლი – დესა

ვირისტერფას ფოთოლი

ვარდკაჭაჭას ბალახი
აპრილი 4, 2017
თავშავას ბალახი
აპრილი 4, 2017

ვირისტერფას ფოთოლი (Folia Farfarae)

წამლის ფორმა

დაწვრილმანებული ნედლეული

შემადგენლობა

ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს, ანულინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ორგანულ მჟავებს, სიტოსტერინებს, ლორწოებსა და სხვა ნივთიერებებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ამოსახველებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისება

პრეპარატს ახასიათებს პირის ღრუს, ყელისა და ხახის ლორწოვანი გარსის შემომგარსველი მოქმედება და იცავს მათ გაღიზიანებისაგან პრეპარატი ათხიერებს და არბილებს ნახველს, აგრეთვე აჩქარებს მის ევაკუაციას.

ჩვენება

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ლარინგიტების, ტრაქეიტების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, აგრეთვე საფენების, კომპრესების და აბაზანების სახით ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულოზის, კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დასშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები

არ არის დადგენილი

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

გამოიყენება

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებზე, არ არსებობს

უკუჩვენება

არ არის დადგენილი

გვერდითი მოვლენები

არ არის დადგენილი

მომზადების წესი

5გ (1 ჩაის კოვზი) ნედლეულს ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 200მლ მდუღარე წყალს, აცხელებენ 15-20 წუთის განმავლობაში, აგრილებენ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებულ ნაყენს ფილტრავენ დოლბანდის 2-3 შრეში, წურავენ და გადადუღებული წყლით ავსებენ 200-მლ-მდე. მომზადებული ნაყენი ვარგისია 48 საათის განმავლობაში.

მიღების წესი

მიიღება თბილი სახით 50-70 მლ რაოდენობით დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე, როგორც ამოსახველებელი საშუალება.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას

შენახვის ვადა

3 წელი.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე, ინსტრუქციის შესაბამისად

გამოშვების ფორმა

50 გ მოთავსებული სინათლისგან დამცავ მუყაოს კოლოფში

Online Drugstore, buy cialis black online, Free shipping, Indinavir buy online, Discount 10%